მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური და რეგიონალური საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მოვლენები

5fca7e40b7c00
BM.GE
04.12.20 23:20
754
წარმოგიდგენთ გასული სამუშაო კვირის უმთავრეს მოვლენებს, რომლებსაც რეგიონალურ და გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ჰქონდათ გავლენა:

· თურქეთმა 2020 წლის მესამე კვარტალში დიდი ოცეულის წევრ ქვეყნებს შორის მშპ-ის ზრდის საუკეთესო შედეგები აჩვენა - მისი ეკონომიკა წლიურად 6.7%-ით გაიზარდა, რაც ორნიშნა ინფლაციისა და გაუფასურებლი ლირის ფონზე ინვესტორთათვის მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენდა. ეკონომიკური ზრდა ახალი ფისკალური დახმარებების პაკეტითა (რომელიც მშპ-ის 12.8%-ს უდრიდა) და მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი საბანკო სესხების ზრდით (წლიურად 41.5%-იანი ზრდა) იყო განპირობებული.

· ხუთდღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, OPEC+-ის ფორმატმა, რომელშიც რუსეთიც შედის, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ისინი გაზრდიან ნავთობის ყოველდღიურ მოპოვებას მხოლოდ 500,000 ბარელით, რაც წარსულში შეთანხმებული დონის მესამედია. მიღწეული შეთანხმება ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რის შედეგადაც WTI-ისა და Brent– ის საწვავის ფასებმა 1.5%-ით მოიმატა და ბოლო 9 თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

· Brexit–ის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც ამ კვირაში უნდა დასრულებულიყო, კიდევ ერთ ჩიხში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის სავაჭრო საკითხებზე დაძაბულობა გამწვავდა. საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ მას შეეძლება ვეტოს დადება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნებისმიერი სავაჭრო გარიგების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საფრანგეთის მოთხოვნებს.

· რეგიონალური ევროობლიგაციებისათვის დეკემბრის პირველი კვირა კარგი აღმოჩნდა, ობლიგაციების უმეტესობაზე სარგებელი შემცირდა. ინვესტორების მოლოდინები კვლავ გაუმჯობესდა თურქეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ევროობლიგაციებზე, აღნიშნულ ობლიგაციებზე მოგება შემცირდა 20-35 საბაზო პუნქტის ფარგლებში. ქართული ევროობლიგაციის სარგებელი კვირის განმავლობაში ძირითადად უცვლელი დარჩა. ამონაგები ქართულ კორპორაციულ ევროობლიგაციებზე დეკემბრის პირველ კვირაში გაუმჯობესდა 10-20 საბაზისო პუნქტის ოდენობით.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები