ნათია თურნავას განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გააგრძელებს. გლობალური ეკონომიკური ტენდენციებისა და რეგიონზე გავლენის შესახებ კონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი რისკია. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილეს, რაც საქართველოსთვის რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებას ახლავს. რა რისკებს უნდა ველოდოთ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შედეგად და როგორია გლობალური ტენდენციების გავლენა საქართველოზე?