გლობალური ფინანსური ბაზრები წლის მეორე ნახევარს მაღალი მოლოდინებით, თუმცა არანაკლები გაურკვევლობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა, საფონდო ინდექსები რეკორდულ ნიშნულებზეა, ხელოვნური ინტელექტის სექტორი კვლავ ზრდის მთავარი მამოძრავებელია, ხოლო გეოპოლიტიკური პროცესები ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან რისკად რჩება. რა განსაზღვრავს დღეს გლობალურ ბაზრებზე ინვესტორთა განწყობას და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევრისთვის?
სტუმარი: მარიამ ნატროშვილი - Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების ანალიტიკოსი


































