მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩამოქვეითებას მინისტრი მეთოდოლოგიის ცვლილებით ხსნის

5da05394bdfab
ლიკა გურაბანიძე
11.10.19 14:21
1299
„შეფასება არ გაუარესებულა, ჩვენ კვლავ 61 ქულით ვფასდებით, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. გარკვეული ცვლილება საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიამ განიცადა", - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ვარდნა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მეთოდოლოგიის მიხედვით ადგილები სხვაგვარად გადანაწილდა, რაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებსაც შეეხო.

„მაგალითად, გერმანიას თუ ავიღებთ მე-3 ადგილიდან მე-7-ზე გადაინაცვლა. ასეთივე  უკან სვლის ცვლილება ჩეხეთს, საბერძნეთს და მთელ რიგ განვითარებულ სახელმწიფოებს შეეხო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შიგნით რაიმე გააუარესეს, ისინი ისევ მოწინავე ქვეყნები არიან, უბრალოდ მეთოდოლოგიური ცვლილებაა. აქ ჩვენთვის მთავარია ის, რომ მუდმივად  წინ ვიაროთ და ბიზნესისთვის უფრო მეტად გახსნილები ვიყოთ.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო წინა წელთან შედარებით 8 ადგილით ჩამოქვეითდა. ქვეყნის მიერ მიღებული ქულა 60.6-ია, წინა რეიტინგში ის 61 იყო. ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა. 

ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციებისა და ბაზრის ზომის მიმართულებით აქვს. ინოვაციების კუთხით საქართველო 91-ე, ბაზრის ზომის მიხედვით კი 104-ე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები