მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს პოზიცია 6 საფეხურით გაუარესდა და 85-ე ადგილზეა

5757edf951abf
BM.GE
08.06.16 14:03
1538
გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს 162 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი უკავაია.

გასულ წელს, საქართველო რეიტინგში 79-ე ადგილს იკავებდა. საქართველოს მშვიდობის ინდექსი წელს 2,057-ია, გასულ წელს კი ის 1,9-ს შეადგენდა.

რეიტინგში 134-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, სომხეთი 110-ზე, თურქეთი 145-ზე, ხოლო რუსეთი კი 151 ადგილს იკავებს. 156-ე ადგილზეა უკრაინა.

გლობალური მშვიდობის ინდექსს ყოველწლიურად „მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტი“ იკვლევს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მშვიდობიან და საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის დისბალანსი მზარდია. მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანმა ქვეყნებმა საკუთარი შედეგები გაიუმჯობესეს, ხოლო ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყნების მაჩვენებლები კი პირიქით გაუარესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები