გლობალური საბროკერო კომპანია ADMIRAL MARKETS საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდით „M TRADING სახელით დაბრუნდა.
ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოში კომპანიის წარმომადგენელმა დავით წიქარიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე "ADMIRAL MARKETS"-ის დაბრუნებასთან ერთად ახალი მსხვილი ამერიკური კომპანიაც შემოდის, რომელთანაც მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა და ელოდებიან ხელშეკრულების გაფორმებას.
შეგახსენებთ, რომ "ADMIRAL MARKETS" მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კომპანია 2012 წელს შემოვიდა, თუმცა სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით მან საქართველოს ბაზარი დატოვა.

























