Globe Soccer Awards-მა 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის ნომინანტები გამოავლინა.
წარდგენილ მოთამაშეებს შორის არიან: პაუ კუბარსი ("ბარსელონა“), დესირე დუე, ჟოაო ნევეში, უორენ ზაირ-ემერი (ყველა "პსჟ“), არდა გულერი, დინ ჰუისენი (ორივე "რეალ მადრიდი“), მაილს ლუის-სკელი ("არსენალი“), ნიკოლო პიზილი ("კომო“), როდრიგო მორა ("პორტუ“), კენან ილდიზი ("იუვენტუსი“) და ელიე ვაჰი ("ლანსი“).
ცნობისთვის, გასულ წელს “წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ“ “ბარსელონას“ შემტევი ლამინ იამალი დასახელდა.
Globe Soccer Awards-ი ყოველწლიური ცერემონიაა, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებსა და სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოებენ. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები სპეციალური ხმის მიცემით განისაზღვრება.




























