მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo-მ საქართველოში €58 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

2018 წლის შემდეგ Glovo-მ საქართველოში 58 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო და სახელმწიფო გადასახადების სახით 12 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. ამის შესახებ Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ BMG-ს განუცხადა. ინვესტირებული კაპიტალის გარდა, კომპანიაში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაციფრულებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც იმითაა განპირობებული, რომ Glovo-ს პარტნიორების 90%-ზე მეტი სწორედ ამ ტიპის კომპანიებზე მოდის. შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და დღეს, საქართველოს ათ ქალაქში არის ხელმისაწვდომი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ფოთში.

საშა მიშო - Glovo-ს თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები