მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glovo-ს და Wolt-ის პასუხი მომსახურების საკომისიოს დაწევასთან დაკავშირებით

6016703c58571
ლიკა გურაბანიძე
31.01.21 14:00
1321

სარესტორნო ინდუსტრია მიტანის სერვისის კომპანიების მხრიდან საკომისიოს შემცირებას ითხოვს, თუმცა მხარეებს შორის  შეთანხმება, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა. შესაბამისად, რესტორატორები ამბობენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, როცა დიდ ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში, რესტორნები დაკეტილია, მიტანის სერვისის არსებული საკომისიო ხარჯად აწევთ. როგორც რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, სარესტორნო სექტორისთვის იმ საკომისიოს გადახდა, რაც ე.წ. დელივერი კომპანიებს ამჟამად აქვთ, მიუღებელია. 

თავის მხრივ, ტექნოლოგიური კომპანიების
 Glovo-ს და Wolt-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები “Forbes კვირასთნ” ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ მომსახურების საკომისიო, რაც მათ რესტორნებს დაუწესეს, არ შეიცვლება, რადგან ის კომპანიის საოპერაციო ხარჯებზეა მორგებული.

"Wolt საქართველოს" გენერალური მენეჯერის ნატალია ხიზანიშვილის განმარტებით, კომპანია მომსახურების საკომისიოს გადახედვას არ გეგმავს.

“მომსახურების საკომისიო ყოველთვის იყო და იქნება ერთი და იგივე, რადგან არსებული საკომისიო იმ საოპერაციო ხარჯებზეა მორგებული, რაც გაგვაჩნია. შესაბამისად, არსებულ საკომისიოს არ ვცვლით”, - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

მსგავსი პასუხი აქვთ "Glovo საქართველოშიც". “ხარჯები, რაც გვაქვს იმ საკომისიოსთან შესაბამისობაშია, რომელსაც კომპანია იღებს. შესაბამისად, ხელოვნურად გაზრდა ან გადამეტებული საკომისიოს მიღება არ ხდება”,  - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი გიგა ქერქაძე.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები