საქართველოში ვერცერთი ციფრული შრომის პლატფორმა სამართლიანი შრომის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ასეთია fairwork-ის კვლევის შედეგი, რომელიც სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა დღეს წარადგინა. კვლევის მიხედვით, გლოვო, ვოლტი, ბოლტი, ბოლტ ფუდი, იანდექსი და მაქსიმი შრომის პრინციპებს არღვევენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლები და კურიერები ქვეყანაში არაერთ გამოწვევას აწყდებიან, მათ შორის, სამართლიანი პირობების მიმართულებით.