ავტოპილოტის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე, ამერიკული და იაპონური ავტომწარმოებლები, GM და Honda იაპონიის მასშტაბით რობოტაქსების ოპერირებას იწყებენ.
რობოტაქსი - ეს არის კამერებითა და სენსორებით აღჭურვილი ავტომობილი, რომელიც მძღოლის გარეშე, ავტოპილოტის დახმარებით გადაადგილდება. რობოტაქსის გამოძახება აპლიკაციით არის შესაძლებელი და ის ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ტაქსი, თუმცა მთავარი განსხვავება ისაა, რომ ავტოპილოტს ძილი და დასვენება არ სჭირდება, ამიტომაც მას 24 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა და შეკვეთების შესრულება.
ავტოინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, ტაქსების მომავალი სწორედ ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დამოკიდებული, რადგან ის კომპანია, რომელიც ავტონომიურ რობოტაქსებს დროულად არ დანერგავს თავის ქსელში, კონკურენციაში უბრალოდ დამარცხდება.
რაც შეეხება იაპონიას, ამ ბაზარზე რობოტაქსების კუთხით კომპანია Cruise დომინირებს, რომელიც GM-ის შვილობილი ლოგისტიკური კომპანიაა. ბაზარზე თავად GM-ის და Honda-ს შესვლა კი იმაზე მიუთითებს, რომ მსხვილ ავტომწარმოებლებს ავტონომიური რობოტაქსების გამოშვება და ბაზრის წილის ადრეულ ეტაპზევე დაკავება სურთ.
როგორც ცნობილია, რობოტაქსები მომხმარებლების სრულფასოვნად მომსახურებას იაპონიაში 2026 წლიდან დაიწყებენ. 2050 წლამდე კი პროგნოზირებულია, რომ თითქმის ყველა ტაქსი თვითმართვადი იქნება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.