საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHAMRA-მ წარმატებით უმასპინძლა ევროკავშირის GMP (EU-GMP) სტანდარტებთან შესაბამისობის მზადყოფნის შეფასებას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გერმანული საკონსულტაციო კომპანიის, Actrevo GmbH-ის (ჰამბურგი, გერმანია) წარმომადგენლები - ფარმაცევტული დარგის გამორჩეული ექსპერტები, დოქტორი ჰარმ პეტერსი (Dr. Harm Peters) და დოქტორი იენს ფლემინგი (Dr. Jens Flemming).
დოქტორი ჰარმ პეტერსი Actrevo GmbH-ის აღმასრულებელი დირექტორია და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ხოლო დოქტორი იენს ფლემინგი Actrevo GmbH-ის სამეცნიერო დირექტორი და უფლებამოსილი პირი (Qualified Person – QP). მას 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს კვლევისა და განვითარების (R&D), წარმოების, რეგულატორული საქმიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლის (QA/QC) მიმართულებით.
სამდღიანი აუდიტის ფარგლებში ექსპერტები რეალურ დროში აკვირდებოდნენ წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პროცესებს ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელიც ევროპულ ბაზარზე რეგისტრაციისთვის არის განკუთვნილი და რომლის წარმოებაც GM PHAMRA-ში ნაწარმოებ სხვა პროდუქტების მსგავსად GMP-ის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს. აუდიტორებმა წარმოების სრული ციკლი ეტაპობრივად შეაფასეს - დაწყებული ნედლეულის აწონვიდან საბოლოო, მზა პროდუქტის შექმნამდე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა ევროპული რეგისტრაციისთვის დაგეგმილი საკვანძო პროდუქტის შეფასება და კომპანიის წარმოების, ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის საქმიანობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა.
კომპანიის სხვადასხვა ფუნქციური მიმართულების გუნდებთან გაიმართა სტრატეგიული შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა პროდუქტის განვითარება, ხარისხის მართვის სისტემები, საწარმოო პროცესების სრულყოფა, რეგულატორული მოთხოვნები და ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული ოპერირების წინაპირობები.
ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს GM PHAMRA -ს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების მიმართ და კომპანიის ხედვას - გააფართოოს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გლობალურ ბაზრებზე.
GM PHAMRA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

























