თანამედროვე ფარმაცევტული წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მის სტრუქტურაში მაღალტექნოლოგიური და მძლავრი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ხარისხიანი პროდუქტების წარმოების მყარ გარანტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების კვალდაკვალ, GM PHARMA - ში ჯერ კიდევ 2008 წელს დაარსდა ხარისხის კონტროლის (QCL), ხოლო 2014 წელს კი – მიკრობიოლოგიური (MCL) კონტროლის ლაბორატორიები.
GM PHARMA - ს ლაბორატორიები დაკომპლექტებულია თანამედროვე ხელსაწყო-აღჭურვილობით, როგორიცაა: Shimadzu, Agilent, Erweka, Mettler-Toledo, Klima oprema, Biomerieux, Sartorius და სხვა.
ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 22, ხოლო მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიაში კი 9 მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.
2008 წელს GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლის, ხოლო 2019 წელს მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიებმა გაიარა აკრედიტაცია ISO 17025 - ის სტანდარტის შესაბამისად და „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული ლაბორატორიები ყოველ წელს წარმატებით გადის ISO 17025 საკონტროლო აუდიტს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ლაბორატორია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის შედარებაში, ე.წ. პროფესიულ ტესტირებაში, რომელიც ლაბორატორიების პროფესიული კომპეტენციისა და სანდოობის დადასტურების ერთ-ერთ მძლავრ საზომს წარმოადგენს.
GM PHARMA - ს პროფესიული ტესტირების დონორს წარმოადგენს 40-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LGC Axio Proficiency Testing (დიდი ბრიტანეთი), რომელიც მსოფლიო მასშტაბით 160 ქვეყნის 13 000-ზე მეტ ლაბორატორიას აერთიანებს და სხვადასხვა მიმართულებით 2000-ზე მეტ პროფესიულ ტესტირებას ახორციელებს ყოველწლიურად.
აღნიშნულ პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობის პრინციპი კი შემდეგში მდგომარეობს: თითო რაუნდში, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით 50-60-მდე ლაბორატორიას ეგზავნება საანალიზო „ბრმა“ ნიმუშები თითოეული ტესტის ირგვლივ. ანალიზის შედეგები იტვირთება ოფიციალურ პორტალზე და დარდება სამიზნე მნიშვნელობასთან მიმართებაში მიღებული შედეგის ცდომილებას.
GM PHARMA - ს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას, აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში, მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 21 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 53 ანალიზის შედეგიდან ყველა დამაკმაყოფილებელია. ხოლო მიკრობიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიას მონაწილეობა მიღებული აქვს პროფესიული ტესტირების 6 რაუნდში, სადაც დაფიქსირებული 55 ანალიზის შედეგიდან ასევე ყველა დამაკმაყოფილებელია.
GM PHARMA - ს ლაბორატორიების კომპეტენციას ადასტურებს კომპანია LGC Axio Proficiency Testing - დან მოწოდებული ინდივიდუალური ანგარიშები დადებითი (მწვანე) შედეგებით და მათ მიერვე გაცემული კომპეტენციის და სანდოობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
GM PHARMA - ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში. კომპანია ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას ფლობს: კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI. ამჟამად კომპანია ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP აუდიტისთვის მზადების პროცესშია.
კომპანიის მისიას თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით, ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით, მედიცინისათვის აქტუალური მედიკამენტების წარმოება წარმოადგენს. GM PHARMA - ს მთავარი ფასეულობა კი საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივებაა.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!