მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GM PHARMA - CPHI Frankfurt 2025 - წამყვანი სამედიცინო ფორუმი მსოფლიოში

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მონაწილეობა მიიღო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში, რომელიც გაიმართა გერმანიაში ქ. ფრანქფურტში, Messe Frankfurt საგამოფენო სივრცეში.აღნიშნული ღონისძიება სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების, მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცვლის ყველაზე დიდ პლატფორმას. GM PHARMA მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე ტრადიციულად წელსაც საკუთარი სტენდით წარდგა. გამოფენას 2400 ექსპონენტი, 62 000 სტუმარი და 250-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი-სპიკერი სტუმრობდა მსოფლიოს თითქმის 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) ამჟამად მუშაობა 18 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს, რაც სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ასევე იგეგმება 30-ზე მეტი ახალი პრეპარატის დამატება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს GM PHARMA-ს პორტფელსა და შესაძლებლობებს სამედიცინო გამოწვევების ეფექტური მართვისთვის. ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები