მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიას უწყვეტი განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე პარტნიორობას წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Woodley BioReg უწევს.

Woodley BioReg - გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი საკითხების მიმართულებით. Woodley BioReg-ი GM Pharma-ს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატის მიღებისათვის მზადების პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს, ხოლო აღნიშნული აღიარება GM Pharma-ს ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე წვდომის საშუალებას მისცემს.

სწორედ ამ მიზნით, Woodley BioReg -ის ოფიციალური წარმომადგენლები GM Pharma-ს ერთი კვირით სტუმრობენ. სპეციალისტების მიერ კომპანიაში ტრენინგები ინტენსიურად მიმდინარეობს, რითაც GM Pharmaსტრატეგიულ მიზანს ყოველდღიურად უახლოვდება.კერძოდ, ტრენინგი მოიცავს სესიებს, ვორქშოფებს, მაგალითებს და რეალურ, პრაქტიკულ დაკვირვებებს. შესაბამისი ინტერაქტიული მიდგომა უზრუნველყოფს ევროკავშირის მარეგულირებელი მოთხოვნების საფუძვლიან ცოდნას რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან GM Pharma-სოპერაციების შესაბამისობას. ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს GM Pharma-ს მისწრაფებას მუდმივ სრულყოფისა და ინოვაციებისადმი და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის, როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის ფარმაცევტულ ინდუსტრიის ლიდერის, იმიჯს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები