მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM PHARMA-მ EU GMP-ის სტანდარტების შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა

GM Pharma sertificatit BMG
22.11.23 15:32
99

GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex – Volume 4 – Good Manufacturing Practice (GMP) guidelines) შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მაღალი ავტორიტეტის მქონე გერმანული კომპანია Heacon Service GmbH”-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფმა განახორციელა. აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს GM PHARMA-ს წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

საერთაშორისო აუდიტი კომპანიაში 2023 წლის 27-29 ივნისს ჩატარდა, დასკვნა კი სულ ახლახან გახდა ხელმისაწვდომი. აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების (ტაბლეტი, კაფსულა, საშეტი) წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები სრულ შესაბამისობაშია EU GMP სტანდარტებთან. აღნიშნული ადასტურებს GM PHARMA-ს საწარმოში ოპერაციების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების არსებობას.

“Heacon” ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მსოფლიო აუდიტორების გუნდით. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტების 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. მათ მიერ განხორციელებული აუდიტების სიაში შეხვდებით ისეთ დიდ ფარმა-მწარმოებელ კომპანიებს, როგორიცაა: AstraZeneca Pharmaceuticals LP, B. Braun Melsungen AG, Sanofi Chimie SA, Egis Pharmaceuticals PLC და სხვ. Heacon ჯგუფის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია GM PHARMA-ს აუდიტის შესახებაც .

ამასთან, შეგახსენებთ, რომ GM PHARMA არის მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო საქართველოში, რომელსაც ასევე წარმატებით აქვს გავლილი უკრაინის მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს ნაციონალური GMP-ინსპექციები და ფლობს შესაბამისად მწარმოებლის GMP PIC/S და ნაციონალურ GMP-სერტიფიკატებს, რაც ასევე ადასტურებს ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია-კოოპერაციის სქემის (PIC/S), ევროკავშირის დირექტივებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან ჰარმონიზებული მარეგულირებელი დოკუმენტების უახლეს ვერსიებთან კომპანიის შესაბამისობას. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, შვეიცარია, აშშ, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს 140 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 230 ფორმით.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები