მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM PHARMA-მ საწარმოში გერმანული L.B Bohle-ის როტაციული მიქსერის PM 600-ის ინსტალაცია დაასრულა

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში გერმანული კომპანია - ელ.ბი. ბოლესგან შეძენილი როტაციული, ანუ მბრუნავი მიქსერი „პი ემ-600“-ის ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი ბოლედან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა GM PHARMA-ს პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში როტაციული მიქსერი, ე.წ. „შემრევი“ წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დანადგარია – ფართოდ გამოიყენება წვრილდისპერსიული ფხვნილების შერევისა და გრანულაციის ეტაპზე, ეფექტური და მდგრადი გრანულაციის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესის მიზანია წარმოების მომდევნო – ტაბლეტის ან კაფსულის მომზადების ეტაპს ერთგვაროვანი, შერეული მასის ნახევარპროდუქტი მიაწოდოს. როტაციული მიქსერი „პი.ემ.600“-ის დიზაინი იდეალურია ჰომოგენური შერევისთვის. მისი ინოვაციური, დაპატენტებული მექანიზმი უზრუნველყოფს ე.წ. „მკვდარი ზონების“ არარსებობას, რის გამოც სამუშაო კონტეინერში პროდუქტის მთელი მოცულობა, სივრცის ნებისმიერ წერტილში, შეფერხების გარეშე, მუდმივ და მრავალმხრივ მოძრაობაშია. დანადგარში შერევის პროცესი სრულად დახურულ, ჰერმეტულ, პირობებში მიმდინარეობს –„პი.ემ.600“-ის სპეციალური დამცავი სარქვლებით არის აღჭურვილი, რაც შესარევ მასალაში გარემოდან მტვრისა და უცხო ნაწილაკების მოხვედრას შეუძლებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ „პი.ემ.600“ GM PHARMA-ში ამჟამად არსებულ მსგავს მოწყობილობაზე სამჯერ დიდი მოცულობისაა, რაც წარმადობის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები