მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt 2022 საქართველოს ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგენს (R)

635a50f17fbda
BM.GE
27.10.22 10:15
842
GM PHARMA საქართველოს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI Frankfurt 2022 ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI გლობალური პლატფორმაა. იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. გამოფენას წელს 1-ელი ნოემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ქ. ფრანკფურტი (გერმანია) მასპინძლობს.

ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA საერთაშორისო გამოფენაზე კვლავაც მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი იქნება საქართველოდან, რაც კომპანიისთვის უდიდეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს - კიდევ ერთხელ გააცნოს მსოფლიოს საქართველო, როგორც ხარისხიანი მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს GM PHARMA-ს ექსპორტის გაფართოებას ევროკავშირის ბაზარზე.

GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება საქართველოს და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

GM PHARMA-ს თბილისის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სერტიფიკატი და ნებართვა: ამის უკანასკნელ მაგალითს წარმოადგენს წელს მიღებული საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი და 2022 წლის მარტში მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პარტნიორი დანიური კომპანია "PHARMAKON"-ის GMP ინსპექტორების დასკვნაც, რაც GM PHARMA-ს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

GM PHARMA-ს დიდი წვლილი შეაქვს სამუშაო ადგილების შექმნასა და ქართული ეკონომიკის სტიმულირებაში. კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. დღეისათვის GM PHARMA ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში, ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან GM PHARMA-ს პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ექსპორტის ქვეყნებში აჭარბებს გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის მთავარი მიზნისკენ – გახდეს გლობალური ორგანიზაცია და ხაზს უსვამს GM PHARMA-ს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA უკვე 22 წელია ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები