მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე “CPHI Barcelona 2023”

24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა “CPHI Barcelona 2023” გაიმართა. CPHI გლობალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პროფესიონალ მწარმოებელს, მომწოდებელსა და შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. პირველმა საერთაშორისო, მულტინაციონალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ - GM PHARMA-მ ტრადიციულად წარადგინა საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPHI Barcelona 2023-ზე. აღსანიშნავია, რომ GM PHARMA გახლდათ მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) კომპანია საქართველოდან. გამოფენის ფარგლებში, GM PHARMA-ს გუნდმა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართა ამჟამინდელ თუ პოტენციურ პარტნიორებთან. მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად, განხილულ იქნა ახალი წამლების კვლევა-განვითარების (ე.წ. R&D co-development), ტექნოლოგიური ტრანსფერის, სალიცენზიო პროექტების (“In-“ და “Out-licensing”) განხორციელების შესაძლებლობები. შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა 100-ზე მეტი დასახელების, თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური, მოლეკულის საქართველოში დანერგვის პერსპექტივა. ინოვაციური პროდუქტების ქართულ ბაზარზე დანერგვით კომპანია მოსახლეობას შესთავაზებს სხვადასხვა პათოლოგიის უფრო ეფექტური პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობას. ამასთან, მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ თერაპიულ საჭიროებებს. GM PHARMA-ს აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვარდუაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტი მუშაობს 9 ახალი პროდუქტის განვითარებაზე. ამასთან, ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს 2 კარდიო-ვასკულური პროდუქტის „Know-how"-ს გადმოცემისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის პროცესი. უახლოეს მომავალში იგეგმება კვლევა-განვითარების ლაბორატორიის გაფართოება რბილი ჟელატინის კაფსულების, ორალური ხსნარების და სიროფების, მშრალ-ფხვნილოვანი საინჰალაციო კაფსულების და სხვ. მიმართულებითაც. GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს 140 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 230 ფორმით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები