მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GMAT-ის ტესტის საშუალო ქულით საქართველო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა

597ed423350dd
BM.GE
31.07.17 10:53
5134
2016 წლის სასწავლო წელს, რომელიც 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, მსოფლიოში GMAT-ის 261,248 ტესტი ჩატარდა. მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლები და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამები GMAT-ს აღიარებენ, როგორც მენეჯმენტზე სწავლის ყველაზე ეფექტურ საზომს.

GMAC-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში GMAT-ის ტესტის ჩატარებას უწევს ორგანიზებას, მსოფლიოში ტესტის საშუალო ქულა 558-ია, მაშინ როდესაც მისი მაქსიმალური ქულა 800-ია.

საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 583 ქულაა. 2016 სასწავლო წელს GMAT-ის ტესტი 112-მა ქართველმა ჩააბარა და მათი საშუალო ქულებით საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც სტუდენტები ყველაზე მაღალ ქულებს იღებეს, - რეიტინგში საქართველო მე-მე-14 ადგილს იკავებს. რეიტინგში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა, სადაც საშუალო ქულა 624-ია. მას მოსდევს სინგაპური 615 ქულით, მესამე ადგილზე კი ავსტრალიაა 610 ქულით. ხუთეულში შედიან დიდი ბრიტანეთი და არგენტინა. ათეულშია ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, ავსტრია და ჩილე. საქართველოს წინა პოზიციებს იკავებს ჩილე, ბრაზილია, სამხრეთ კორეა და სლოვენია.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ჩეხეთს, ჩინეთს, გერმანიას, ინდოეთსა და უნგრეთს. უნგრეთში GMAT-ის საშუალო ქულა 575-ს შეადგენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, რომელიც ოცეულში ვერ მოხვდა, საშუალო შედეგი 547 ქულაა. ამერიკის შეერთებულ შტატებზე მაღალი საშუალო ქულები მსოფლიოს 42 ქვეყანას აქვს.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბერმუდის კუნძულების სტუდენტებს აქვთ, - მათი საშუალო ქულა 639-ს შეადგენს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2016 სასწავლო წელს ბერმუდის კუნძულებიდან ტესტი მხოლოდ 7-მა პირმა ჩააბარა, ის რეიტინგში ვერ მოხვდა.

GMAT-ის ტესტს მსოფლიოს 6000-ზე მეტი ფაკულტეტი ითხოვს, მათ შორის ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა Harvard, Wharton და Stanford.


წყარო: investopedia.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები