მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გმირობის ნაყოფი“ - სუპერმარკეტებში საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტები გამოჩნდა

BM.GE
14.10.22 09:52
631
„გმირობის ნაყოფი“ - ამ დასახლებით სუპერმარკეტებში საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტები გამოჩნდა. USAID-ის, Zinc Network-ის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთიანი ძალისხმევით, პროექტში შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 16 ფერმერია ჩართული. პროექტის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს ის შრომისმოყვარეობა და გამბედაობა, რაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ახასიათებთ. „მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან“ ამ გზავნილით ბრენდირებული პროდუქტები მომხმარებლებს მიუთითებენ, რომ ამ პროდუქტებში გადახდილი თანხით, ისინი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს აძლიერებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები