მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გმირთა მოედანთან ბენზინგასამართი სადგურების აღება მიმდინარეობს

გმირთა მოედანი

გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების აღება დაიწყეს. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს, პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

აღსანიშნია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან ადგილმონაცვლეობის შესახებ მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებული იყო. საუბარია სამ კომპანიაზე: "ლუკოილ ჯორჯია", "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელთა სადგურები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ არის განთავსებული.

კალაძის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულებები გაფორმებულია, რის საფუძველზეც მოხდება ადგილმონაცვლეობები. აღნიშნული მერიამ გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ მიმავალი გზის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები