GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა შესაძლოა ისევ გადავადდეს
BM.GE
26.01.22 19:05
• 436
ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა შეცვალოს. საქმე ეხება ფარმაცევტული კომპანიების GMP/GDP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულებას, რომელიც კერძო სექტორს, მოქმედი განკარგულებით 1 ივნისიდან იმ კონკრეტულ თვეში წამოეშობათ, რა დროსაც ისინი არიან რეგისტრირებულები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სტანდარტზე გადასვლა რამდენჯერმე გადავადდა, ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის მზად რეგულაცოების აღსასრულებლად. ამ საკითხზე ბიზნესი გუშინ ჯანდაცვის ახალ მინისტრს შეხვდა და კერძო სექტორმა ზურაბ აზარაშვილისგან გარკვეული დაპირებაც მიიღო.