მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMT ჯგუფმა სასტუმრო "მოქსი" სახელმწიფოს საკარანტინე ზონისთვის დაუთმო

5e7c54bd10ed3
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 11:18
3243
"ჯი-ემ-თი ჯგუფმა" სასტუმრო "მოქსი თბილისი" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო "მოქსი თბილისის" თანამშრომლებსა და მენეჯერებს შეხვდა. სასტუმროს პერსონალს ტრენინგი ჩაუტარდათ, თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვან. სასტუმრო "მოქსი თბილისი" 130 ნომრისგან შედგება.

"ჯი-ემ-თი ჯგუფმა გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო „მოქსი თბილისი“ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო, რათა საქართველოში ახალი კორონავირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სასტუმროს საკარანტინო ზონად გამოვიყენებთ. დღეს ჩვენ სასტუმროში ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმროს მმართველებს და პერსონალს გავაცანით ის პროცედურები, რომელიც სავალდებულოა, რომ ერთობლივად დავიცვათ, როგორც სასტუმროს შიგნით, ასევე გარეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯი-ემ-თი ჯგუფს, მათ განსკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინეს, ასევე ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სასტუმროებს, რომ შეძლებისდაგვარად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პრევენციას გულისხმობს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 63 სასტუმროშია შექმნილი, სადაც 4 147 მოქალაქეა განთავსებული. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიერ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად მოლაპარაკებები გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები