საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ვაჟა მებაღიშვილი 1 წლიანი ვადით ნატო ბოჭორიშვილმა შეცვალა, რომელიც მმართველის საბჭოს მიერ ერთხმად იქნა არჩეული. ნატო ბოჭორიშვილი „ჯორჯიან ფროფერთი მენეჯმენტის“-ს გენერალური დირექტორი და კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი”-ს თანადირექტორია, მას უძრავი ქონების მართვის სფეროში 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ახლადშექმნილი საბჭოს არსებობის პირობებში, GNARE-მ უძრავი ქონების აგენტებისთვის პროფესიული სწავლების გაღრმავების მიმართულებითაც განაახლა კურსის შემუშავების პროცესი. სტანდარტების ამაღლების, პრაქტიკოსების გაძლიერებისა და სექტორში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევისთვის ორგანიზაციაში სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.
სტუმარი:
ნატო ბოჭორიშვილი - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი;
თეონა ავსაჯანიშვილი - უძრავი ქონების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;