საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივლისს აგენტებისთვის ეთიკის კოდექსის შესახებ ტრენინგი ჩატარდება. კურსის ფარგლებში სექტორში მომუშავე ადამიანები იმ სტანდარტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც კეთილსინდისიერი მუშაობისთვის არის საჭირო.
სტუმრები: ვაჟა მებაღიშვილი - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი;
მაია გამზარდია - უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე


































