მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გობი" - პირველი ქართული რესტორანი როტერდამში (ჰოლანდია)

როტერდამში პირველი ქართული რესტორანი „გობი“ გაისხნა. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელმა ანი მაჭარაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, პირველი ქართული რესტორანი როტერდამში, ადგილობრივებსა და ვიზიტორებს ავთენტიკურ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს და ჯამში, 50-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. და როტერდამის პპირველ ქართულ რესტორანში მისულებს, განსაკუთრებით მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო და ფხალი, რომელიც მათთვის სიახლეა“. რესტორნის მფლობელების თქმით:გამოწვევას ადგილობრივი პროდუქციის სპეციფიკა და ინგრედიენტების მოძიება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გარკვეული პროდუქცია პოლონეთიდან შემოდის, მათ შორის ქართული ლიმონათებიც. სამომავლოდ, რესტორანი იმერული ყველის და სულგუნის წარმოებას თავად გეგმავს. „გობი“-ში ამ დროისთვის 10 ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. სამომავლო გეგმებში კი ბრენდის გაფართოებაა. კერძოდ, Goby Express-ის, ქართული ე.წ სტრიტფუდის ფორმატის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები