„იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ჩააგდო?“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც შსს მინისტრს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
გოცირიძემ მინისტრს ის საქმეები შეახსენა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ დასრულებული არ არის.
ერთ-ერთი ასეთი საქმე, გოცირიძის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმეა, რაზეც ის მინისტრისგან განმარტებებს ელოდება.
„რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ჩააგდო. ასევე თქვენი წერილი არის მიწერილი მამუკა ხაზარაძისადმი ხელისუფლების როლში. აი, ამ მავნე პროცესში და ამ წერილიდან ჩანდა თქვენი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ზეწოლა მედიაზე და ძალაუფლების გამოყენება არჩევნების მანიპულაციისათვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

























