მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გოცირიძე-თურნავას: კაკაურიძე ვალდებული იყო ფოთის პორტზე ნებართვის გაცემა თქვენთან შეეთანხმებინა?

5cfa4847e02c4
თელარა გელანტია
07.06.19 15:18
979
„ვიღაცამ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის ნებართვა გასცა და თქვენ გგონიათ, რომ ეს საკითხი ასე დამთავრდება?”, - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძის მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე გამოცემული ნებართვის საქმის კურსში უშუალოდ მინისტრი არ იყო, რომელია ამ დეპარტამენტის კურატორი მოადგილე და რატომ არ გაათავისუფლა ნათია თურნავამ ის სამსახურიდან.

„თქვენ ხაზს უსვამთ იმას, რომ ეს არაა პორტის მშენებლობის ნებართვა, რომელიც გასცა ეკონომიკის სამინისტრომ და ამით თქვენ გგონიათ, რომ ესაა არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, მაგრამ რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება და ამას ჰქვია ამ მიწების სამშენებლოდ გამოყენების ნებართვა ანუ აქ შეიძლება პორტი აშენდეს, მაგრამ ამ ნებართვით, გარდა იმ მიწებისა, რომელიც ეკუთვნოდა ნავსადგურს, ჩადებულია სახელმწიფო მიწები.

წარმოგიდგენიათ, რომ ნებართვას აძლევს თქვენი სამინისტრო იმ მიწაზე, რომელიც არც კი ეკუთვნის პორტს; ჩემი შეკითხვა: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტი არ შეუთანხმდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ან სხვა სტრუქტურებს? ბატონმა გრიგოლ კაკაურიძემ ასევე განაცხადა, რომ უშუალოდ თქვენთან არ ჰქონდა მას კონტაქტი. ავალდებულებს დეპარტამენტის უფროსს გადაწყვეტილების მიღების ამ მრავალმხრივი პროცედურის გავლის შემდეგ უშუალოდ თქვენთან შემოვიდეს კაბინეტში? ვინ არის ის კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს? თუ ის კაცი (იგულისხმება გრიგოლ კაკაურიძე) გაათავისუფლეს, თქვენი მოადგილე რატომ არ მოხსენით თანამდებობიდან? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა და ამას ხელს ვერ მოაწერდა უამრავი შიდა პროცედურული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, გამოდის, რომ ეს ყოფილა კორუფციული და დანაშაულებრივი ფაქტი და ეს ადამიანი უნდა იყოს დღეს ციხეში. თქვენ ამ ადამიანს სწირავთ, რადგან შეიცვლება ხელისუფლება და ეს საკითხი ასე არ დარჩება;

ვიღაცამ ღრმაწყლოვანი პორტის ნებართვა გასცა და თქვენ გგონიათ, რომ ეს საკითხი ასე დამთავრდება? ან ის ადამიანი იტყვის სიმართლეს და თქვენ ჩავარდებით მძიმე მდგომარეობაში ან თურმე თქვენ ყოფილხართ მართალი და ის ადამიანი დაისჯება იმის გმო, რაც ჩაიდინა - მან ფაქტობრივად, სახელმწიფობრივი ღალატი ჩაიდინა. მან რეალურად დანა ჩაარტყა ანაკლიის პორტის პროექტს იმ მომენტში, როცა დღის წესრიგში საფინანსო ინსტიტუტებისგან 400 მლნ-ის მიღების საკითხი იდგა“, - მიმართა დეპუტატმა ნათია თურნავას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები