მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC-ი „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვას აცხადებს

5f45fe7dc24ae
თელარა გელანტია
26.08.20 10:17
2375
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვას აცხადებს.

როგორც bm.ge-ის გაზის კორპორაციიდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წელს იქნა მიღებული და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება.

"ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.

ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც უფრო საიმედოს გახდის ენერგოსისტემის ფუნქციონირებას: მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები