"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე ლარის გაუფასურების გავლენას განმარტავს.
"რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეულწილად კავშირშია. შესაბამისად, თუ ფასების ინდექსი გაიზრდება, ნომინალური ზრდის მიუხედავად, რეალური ზრდა შედარებით დაბალი იქნება და ეს აისახება საშუალოვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა თოდრაძემ.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მაისში ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა.

























