საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi, რომელიც ბაზარზე ინოვაციური მიდგომებითაა ცნობილი, სტუმრებს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს სთავაზობს. სასტუმროში AI კონსიერჟის ოპერაციული პლატფორმა დაინერგა, რომელიც სტუმრების საჭიროებებს რეალურ ოპერაციულ პროცესებად გარდაქმნის და მენეჯმენტს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მონაცემებს მყისიერად აწვდის.
პლატფორმა QR კოდზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტის საშუალებით მუშაობს. სტუმარი ნებისმიერ კითხვასა თუ დავალებაზე პასუხს სხვადასხვა ენაზე იღებს - იქნება ეს ინფორმაცია სასტუმროს სერვისებზე, რესტორანზე, ტრანსფერზე თუ სხვა მომსახურებაზე.
ამასთანავე, სისტემა სტუმრის მოთხოვნებს ავტომატურად გარდაქმნის დავალებებად, რომლებიც კონკრეტულ თანამშრომლებს ენიჭებათ და მათი შესრულება ტრეკინგის სისტემით კონტროლდება. თუ დავალება დროულად არ სრულდება, სისტემა ავტომატურად ატყობინებს შესაბამისი დეპარტამენტის მენეჯერს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის დაკარგვისა და გამოტოვებული მოთხოვნების რისკს.
სრული კომუნიკაცია ერთიანდება ოპერაციულ ფანჯრებში, რაც მენეჯმენტს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დაინახოს მიმდინარე პროცესები, სტუმართა ქცევა და ოპერაციული ეფექტიანობა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, CONCIERGIA არ არის მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი. პლატფორმა წარმოადგენს ოპერაციულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ერთიან სისტემაში აკავშირებს სტუმარს, თანამშრომლებსა და მენეჯმენტს.
სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში ინოვაციური პლატფორმის დანერგვის შედეგად:
- სტუმართა მოთხოვნების 30% ავტომატურად, AI-ის მიერ, თანამშრომლის ჩარევის გარეშე მოგვარდა
- მინიმუმამდე შემცირდა პასუხის საშუალო დრო
- განმეორებითი შეკითხვების რაოდენობა 40%-ით იკლო
- Rooms Service შეკვეთების რაოდენობა 25%-ით გაიზრდა
- ოპერაციული დავალებების შესრულების დრო 35%-ით დაჩქარდა.
„Golden Tulip Design Tbilisi იყო პირველი სასტუმრო, რომელმაც დაინახა ოპერაციული ავტომატიზაციის პოტენციალი და მზად აღმოჩნდა ინოვაციური AI ტექნოლოგიის რეალურ გარემოში დასატესტად. საპილოტე პერიოდში გუნდი აქტიურად იყო ჩართული პროცესში: ვტესტავდით სხვადასხვა ფუნქციონალს, ვაგროვებდით მონაცემებს და სისტემას რეალური გამოყენების საფუძველზე ვხვეწდით. მადლობას ვუხდით გუნდს ნდობისთვის“ - გიორგი სანიკიძე, CONCIERGIA-ს დამფუძნებელი.
„Golden Tulip Design Tbilisi ცნობილია ინოვაციური მიდგომებითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს სიახლეებს და ვცდილობთ ვიყოთ პირველები ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით.
ჩვენი უმთავრესი მიზანია სტუმრებისთვის კომუნიკაციის გამარტივება და კომფორტული გარემოს შექმნა. AI ასისტენტიც სწორედ ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა.
მიხარია, რომ პირველებმა დავინახეთ ეს შესაძლებლობა და შანსი მივეცით ქართულ სტარტაპს. შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილი ვართ: გაიზარდა სტუმრების კმაყოფილება და შემცირდა გადაწყვეტილებების მიღების დრო“, - ელენე ოთარაშვილი, სასტუმროს გენერალური მენეჯერი.




























