ბიტკოინის ფასი შესაძლოა $5000-მდე გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ მისი ღირებულება განახევრდება, - აღნიშნულის შესახებ Goldman Sachs-ის უფროსი ანალიტიკოსი შება ჯაფარი აცხადებს.
ორშაბათს, 14 აგვისტოს ბიტკოინის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში $ 4400 ნიშნულით ახალი რეკორდი აჩვენა. Goldman Sachs-ის ტექნიკური სტრატეგიის ხელმძღვანელი შება ჯაფარი ამბობს, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა $4827 ნიშნულს მიაღწიოს და შემდეგ $2221 ნიშნულამდე დაეცეს.
CNBC-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსი ბიტკოინთან დაკავშირებით თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა თავისი არსებობის ისტორიაში მაქსიმუმს მიაღწია, კორექტირების შემდეგ ფაზაში იგი 38.2%-ით გაუფასურდება.

























