მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-მა კომპანია Tesla-ს საინვესტიციო რეიტინგი შეამცირა

649ab59149cee
გიორგი თოლორდავა
27.06.23 14:46
713
უოლ-სტრიტის წამყვანმა საფინანსო ორგანიზაცია Goldman Sachs-მა ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს საინვესტიციო რეიტინგი შეამცირა.

Goldman-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად Tesla-ს აქციების შეძენა არაგონივრული არჩევანი იქნება, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის კაპიტალიზაცია უკვე გაზრდილია 120%-ით, რაც აქციების ღირებულების მატების კოლოსალური მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის განმარტებით, Tesla-ს აქციები "საყიდელი" ზონიდან "ნეიტრალურ" კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და დიდი მოცულობის თანხის დაბანდებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავონ.

აღსანიშნავია, რომ Goldman-ის გადაწყვეტილება ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ით შემცირდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 755 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები