ნავთობის ფასი, Goldman Sachs-ის პროგნოზის შემდეგ გაიზარდა და ბარელზე 48 დოლარს გადააჭარბა.
ბანკის პროგნოზის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში მსოფლიოში ნავთობის დეფიციტი იქნება.
Bloomberg წერს, რომ ბანკმა მარტში გამოქვეყნებულ საკუთარ პროგნოზს გადახედა და ამჯერად განაცხადა რომ წლის მეორე ნახევარში WTI-ის ფასი ბარელზე 50 დოლარი იქნება, ნაცვლად 45 დოლარისა.
ბანკის პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1,32 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 48,46 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ფასი 1,30%-ით გაიზარდა და ბარელზე 46,81 დოლარი შეადგინა.

























