თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის ერთ მონაკვეთზეც აიკრძალა ცალკეული ტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება, თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ცნობისთვის, ძლიერი თოვის გამო, სურამი-ვერტყვიჭალას მონაკვეთზეც აკრძალულია ცალკეული ტრანსპორტის მოძრაობა.