მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

63ac8b8aaff10
BM.GE
28.12.22 22:31
1042
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები