მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გომისმთისა და ბახმაროს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

6364a913b8edc
ინგა მურუსიძე
04.11.22 10:29
490
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

"ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები