მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გონიერი კონტრაქტები", ციფრული ლარი - რა პროექტებზე მუშაობს Mastercard-ი ეროვნულ ბანკთან

 მასტერქარდი mastercard

Mastercard-მა ახლახან შეძლო და გამოუშვა ყაზახეთის ცენტრალურ ბანკთან ერთად ბარათი, რომელიც ციფრულ ტენგეზე არის დაფუძნებული”, - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა დავით ზღუდაძემ განაცხადა.

ზღუდაძემ ისაუბრა იმ ურთიერთანამშრომლობის შესახებაც, რომელიც Mastercard-მა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ციფრული ლარის შექმნის მხარდაჭერისთვის გასული წლის დეკემბერში გაფორმდა.

სებ-ის და Mastercard-ის, ასევე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ გაფორმებული მემორანდუმი ქვეყანაში ციფრული ლარის განვითარების მხარდაჭერას, ასევე ელექტრონული კომერციის გაძლიერებას და “გონიერი კონტრაქტების” დანერგვის მხარდაჭერას მოიცავს.

“ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ავამაღლოთ სანდოობა ახალი ტექნოლოგიების, რომლებიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და მომხმარებელიც და ბიზნესიც საჭიროებს, რომ მართოს და სანდოობა გაუჩნდეს. ამასთან ახალი ტექნოლოგიები გლობალურად ვითარდება და საქართველოშიც ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული ლარი, ბლოკჩეინი, გონიერი კონტრაქტები და სხვა. რადგან მასტერქარდი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა და წვდომა გვაქვს კომპეტენციებზე, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ეს შემოვიტანოთ და სუბიექტებს სწრაფად განვითარებაში დავეხმაროთ. ამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე მომხმარებელიც ტექნოლოგიებიდან გამომდინარე”, - განაცხადა დავით ზღუდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები