მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღონისძიებები, რომელსაც BSA უმასპინძლებს

5afa93e33492d
მარიამ ადამია
15.05.18 11:56
618
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ , რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს.

„საქართველოს ბანკისა“ და „Check in Georgia“-ს პარტნიორობის ფარგლებში, ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს, მათ შორის შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც.

Black Sea Arena-ს წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:

19 მაისი, სეზონის გახსნა – Ennio Morricone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად;

7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;

28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti;

4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი „VOISA“;
11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი;

16 აგვისტო – ჯგუფ „სახის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი;

21 აგვისტო – ნინო ქათამაძის სოლოკონცერტი;

28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“;

23 სექტემბერი - 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები