მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google ამერიკის საზღვრებს გარეთ მყოფ თანამშრომლებს შტატებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

588ddb4126253
BM.GE
29.01.17 18:30
1861
Google ამერიკის საზღვრებს გარეთ მყოფ თანამშრომლებს შტატებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. როგორც BBC იუწყება, მიზეზი ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა დევნილების მიღებას წყვეტს.

Google-ში შიშობენ, რომ შესაძლოა, მათმა თანამშრომლებმა, რომლებიც ამერიკაში არ იმყოფებიან, ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრონ იმ დრომდე, სანამ ტრამპის გადაწყვეტილება ძალაში შევა. კომპანიაში მიუთითებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, მათი 100-მდე თანამშრომელი დაზარალდეს.

როგორც გამცოემა წერს, ოფიციალურ კომენტარს ამის შესახებ Google არ აკეთებს, თუმცა, ამ შინაარსის მქონე წერილის ასლი ხელში სააგენტო Bloomberg-საც ჩაუვარდა.
ყველაფერთან ერთად, Google-ში შიშობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი სპეციალისტები აშშ-ში მიიზიდონ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები