მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google Analytics 360 – Admixer Advertising-ის ექსკლუზიური ვებინარი საქართველოს ბაზარზე

admixer
10.03.25 13:45
325

დღევანდელ სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა ბიზნესის ზრდის აუცილებელი ფაქტორია. მაგრამ რამდენად სრულად ითვისებთ თქვენს ანალიტიკურ მონაცემებს? ამის გაგებას Admixer Advertising-ის უფასო ვებინარით შეძლებთ, რომელიც გაგაცნობთ Google Analytics 360-ის (GA360) შესაძლებლობებს და დაგეხმარებათ მონაცემთა ბაზების სრულად ათვისებაში.

Google Analytics 360 (GA360) ახალი სიტყვაა ციფრულ სამყაროში, რადგან ის სცდება მონაცემთა შეგროვების სტანდარტულ მეთოდებს. GA360 ეხმარება ბიზნესებს მომხმარებელთა ქცევის ანალიზში, ტენდენციების პროგნოზირებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

გსურთ მაქსიმალურად გაზარდოთ მარკეტინგული ROI? ეძებთ მონაცემების გაერთიანების სხვადასხვა გზას? გაინტერესებთ AI-powered ინსაითები უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად?

მაშინ შემოგვიერთდით Google-ისა და Admixer Advertising-ის ექსკლუზიურ ვებინარზე და აღმოაჩინეთ, როგორ ახდენს GA360 რევოლუციას მონაცემთა ბაზების გამოყენებაში.

თარიღი: 13 მარტი, 2025
დრო: 13:00-14:30 (საქართველოს დროით)
ფორმატი: ონლაინ
ორგანიზატორები: Google & Admixer Advertising

რატომ Google Analytics 360?

Google Analytics 360 მნიშვნელოვანი ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებელთა ქცევის ანალიზში ეხმარება და საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაციული გადაწყვეტილებები. GA360-ის გაუმჯობესებული ინტეგრაციის დახმარებით პლატფორმა აერთიანებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან, რაც უფრო ზუსტი ინსაითების მიღებას უზრუნველყოფს. მანქანური სწავლება ქცევითი ტენდენციების პროგნოზირებისა და მომხმარებელთა პრეფერენციების უკეთ გაგების საშუალებას იძლევა. ეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისთვის.

ვებინარზე Google-ისა და Admixer Advertising-ის ექსპერტები დეტალურად განიხილავენ GA360-ის ძირითად ფუნქციებსა და მათ პრაქტიკულ სარგებელს. გაიგებთ, როგორ იყენებენ საერთაშორისო კომპანიები პლატფორმას ანალიტიკის გასაუმჯობესებლად, პროცესების ავტომატიზაციისთვის და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის გასაზრდელად. გარდა ამისა, ვებინარზე რეალური მაგალითებით დაინახავთ, როგორ აოპტიმიზირებს GA360 რეკლამის ხარჯებს, აანალიზებს მომხმარებელთა ქცევას და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ მონაცემებზე დაფუძნებული პერსონალიზებული კამპანიები.

ექსპერტები გვაჩვენებენ, როგორ აუმჯობესებს Google Analytics 360 ანალიტიკურ მონაცემებს, ხელს უწყობს ღირებული ინსაითებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, ისინი მოგვცემენ რჩევებს GA360-ის დანერგვის შესახებ და განიხილავენ კომერციული მხარესაც. ვებინარი Q&A სესიით დასრულდება, სადაც მონაწილეები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

ვებინარზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ დაესწროთ ღონისძიებას, არამედ პირველმა მიიღოთ სასარგებლო მასალები და ვებინარის ჩანაწერი შემდგომი გამოყენებისთვის.

რეგისტრაციის შემდგომ კალენდარში გამოგიჩნდებათ დეტალური ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმული.

დარეგისტრირდით ახლავე: https://rb.gy/v5aibv

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა! გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ GA360-ის დახმარებით დააოპტიმიზიროთ ანალიტიკური პროცესები, გაზარდოთ ეფექტურობა და მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ეს არის უნიკალური შანსი, მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა Google-ისა და Admixer Advertising-ის ექსპერტებისგან და გამოიყენოთ ის თქვენი კომპანიის განვითარებისთვის!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები