კომპანია Google ივლისიდან მომხმარებელს ახალ ფუნქციას შესთავაზებს, რომლის დახმარებითაც, არასასურველი რეკლამის ბლოკირება გახდება შესაძლებელი.
ინფორმაცია ახალ სერვისთან დაკავშირებით, Google-ის ბლოგზე განთავსდა.
„2019 წლის 9 ივლისიდან Chrome მომხმარებლების დაცვის სისტემას გააფართოვებს და სარეკლამო განცხადებები ყველა ქვეყნის ვებ-გვერდზე შეიზღუდება”, - აღნიშნულია ბლოკში.
დღეისთვის, მილიონობით ვებ-გვერდზე რომელთა შემოწმებაც კომპანიამ უკვე მოახერხა, 1%-ზე ნაკლებმა სარეკლამო განცხადებები უკვე გაფილტრა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში, კანადასა და ევროპაში ვებ-გვერდების მფლობელებმა არასასურველი რეკლამები მათ საიტებზე უკვე დაბლოკეს.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იმ კომპანიების ორმა მესამედმა, რომელთა რეკლამაც დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ხარვეზები უკვე გამოასწორა.

























