მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ი ახალ მონაცემთა ცენტრში 672 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს

5ced54285a2b2
მიშა ხაჩიძე
28.05.19 19:45
856
Google-ი ფინეთში, ახალ მონაცემთა ცენტრში 672 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ცნობით, Google-ს, რომელიც კომპანია Alphabet-ს ეკუთვნის, ფინეთის ქალაქ ჰამინაში მონაცემთა დიდი ბაზა აქვს, სადაც 800 მილიონი ევროს ინვესტირება უკვე განახორციელეს.

შენობა, რომელიც ქაღალდის ფაბრიკას ეკუთვნოდა და რუსეთთან საზღვარზე მდებარეობს, ამერიკულმა კომპანიამ 2009 წელს შეიძინა.

Google-ში განმარტავენ, რომ ჰამინაში არსებული დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ეფექტიანი საინფორმაციო ცენტრია.

ელექტროენერგიის შემცირების მიზნით, შენობა ფინეთის ყურედან ქარის წისქვილების მეშვეობით გამომუშავებულ ენერგიას მოიხმარს.

ცნობისათვის, Google-ს მონაცემთა ცენტრები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, მათ შორის - ნიდერლანდებში, ირლანდიასა და ბელგიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები