მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი პენტაგონთან საიდუმლო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

Google-ი და პენტაგონი
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან სპეციალურ შეთანხმებას ამზადებს. დოკუმენტის თანახმად, პენტაგონს Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენება გასაიდუმლოებული მიზნებისთვისაც შეეძლება.

როგორც ირკვევა, მხარეები ამჟამად განიხილავენ იმ პირობებს, რომლებიც სამხედრო უწყებას ტექნოლოგიის ყველა კანონიერი მიზნით გამოყენების უფლებას მისცემს.

აღნიშნული თანამშრომლობა ამერიკის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და სამუშაო პროცესების დაჩქარებაში დაეხმარება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოლაპარაკებების პროცესში Google-ი ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტების დამატებას ითხოვს.

კომპანიას სურს, რომ მისი ტექნოლოგია შიდა მასობრივი თვალთვალისა და ავტონომიური იარაღის შესაქმნელად არ გამოიყენონ. აღნიშნული შეზღუდვები განსაკუთრებით იმ შემთხვევებს უნდა შეეხოს, როდესაც პროცესი ადამიანისაგან სრულიად დამოუკიდებლად წარიმართება.

არსებული ინფორმაციით, Google-ის პოზიცია OpenAI-სა და პენტაგონს შორის ადრე გაფორმებული შეთანხმების ანალოგიურია. ეს ნაბიჯი Alphabet-ს სამთავრობო სექტორთან კავშირების გაძლიერების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები