წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ველაპარაკებით არამხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, ანუ გვესმის, თუ რას ამბობენ ისინი, როგორ მიმართეავენ ერთმანეთს და რაზე კამათობენ… ათწლეულების განმავლობაში ეს მხოლოდ ფანტაზიის ნაწილი იყო, მაგრამ Google-ის, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და Wild Dolphin Project-ის ის თანამშრომლობამ ის ერთი ნაბიჯით მიაუხლოვა რეალობას. Google-ის სპეციალიზებული AI-მოდელის, DolphinGemma-ს დახმარებით, მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ, გააანალიზონ და გამოიცნონ, თუ რას ამბობს დელფინი. ვინ იცის, იქნებ მომავალში ადამიანებმა პასუხის გაცემაც შეძლონ?
DolphinGemma აუდიო-აუდიო ტიპის ნეირონული ქსელია, რომელიც Google-ის თანამედროვე აუდიოპლატფორმაზე, SoundStream-ზე არის ბაზირებული. ეს მოდელი სპეციალურად შემუშავებულია იმისათვის, რომ გააანალიზოს და ისწავლოს დელფინების კომპლექსური კომუნიკაცია. ტექნოლოგია აგებულია Google-ის Gemma მოდელზე, რომელიც, თავის მხრივ, Google Gemini-ს მძლავრ არქიტექტურას იყენებს. მოდელი 400 მილიონამდე პარამეტრს იყენებს, მაგრამ ინდენად ოპტიმალურია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია Google Pixel-ზეც შეიძლება.
DolphinGemma ორგანიზაცია Wild Dolphin Project-ის მონაცემთა ბაზას ეფუძნება, რომელსაც ორგანიზაცია 1985 წლიდან ავსებს. მეცნიერებს აქვთ ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც თითოეული დელფინი ინდივიდუალურადაა ამოცნობილი. WDP-ის კვლევებმა უკვე დაადგინა რამდენიმე სპეციფიკური საკომუნიკაციო ელემენტი:
• სახელობითი სტვენები, რომლებსაც დედა-შვილები ერთმანეთს დასაძახებლად იყენებენ;
• შეძახილები, რომლებსაც კონფლიქტების დროს გამოყოფენ;
• წკაპუნის ხმები, რომლებსაც დელფინები თამაშისა და ზვიგენების დევნისას იყენებენ.
ამ მონაცემების წყალობით DolphinGemma სწავლობს არა მხოლოდ ცალკეულ ხმებს, არამედ მათ კონტექსტსაც.
მაშ, როგორ მუშაობს DolphinGemma? ხელოვნური ინტელექტი ისმენს და აანალიზებს დელფინების ხმებს, აკვირდება ხმის კანონზომიერბებს და სტრუქტურას და ცდილობს, წინასწარ განჭვრიტოს, თუ როგორი იქნება ხმოვანი თანმიმდევრობის მომდევნო ეტაპი. ეს დაახლოებით ის პროცესია, რომელსაც დიდი ენობრივი მოდელი ტექსტის დამუშავებისას იყენებს, რადგან მისი მიზანი — წინადადებაში მომდევნო სიტყვის გამოცნობაა. ეს მიდგომა მეცნიერებს ეხმარება, გაარკვიონ, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს დელფინების რთული კომუნიკაციური სისტემა.
მაშ, რა არის DolphinGemma-ის პრაქტიკული გამოყენება? ეს ტექნოლოგია ყველაზე გამოსადეგია ადამიანებსა და დელფინებს შორის მარტივი და გასაგები ხელოვნური ენის შექმნისთვის, რომელშიც სპეციალური, სინთეზირებული სტვენები კონკრეტულ ნივთებთან იქნება ასოცირებული. დელფინები, რომლებსაც ცნობისმოყვარეობა და ძლიერი მიბაძვის უნარი ახასიათებთ, ამ სტვენების გამეორებით მეცნიერებთან კონტაქტზე გადიან, რისთვისაც სხვადასხვა ნივთებს იღებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ასე დელფინებთან მარტივი, მაგრამ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება შეიძლება.
DolphinGemma-ს ტექნოლოგია ადამიანებსა და დელფინებს შორის კომუნიკაციის დამყარებისაკენ გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ დელფინთა ენის სრულყოფილი გაშიფვრა ჯერაც შორეული მომავლის ამბავია, ეს მიდგომა გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს ადამიანს, გააღრმაოს ცოდნა სხვა სახეობების შესახებ. თუ DolphinGemma ამბიციურ მიზანს მიაღწევს, მეცნიერები ახალ შესაძლებლობებს გახსნიან, რაც ჩვენი პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მიმართ აღქმას გაგვიზრდის. იქნებ, ადამიანებსა და დელფინებს საერთო ენაც აღმოაჩნდეთ…




























