მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

ბრიტანეთი
სტატიაში საუბარია:

Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა 2026 წლის II კვარტალში $119.80 მილიარდის შემოსავალი მიიღო და LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $116.93 მილიარდიან პროგნოზებს მკვეთრად, $3 მილიარდით გადააჭარბა.

საყურადღებოა, რომ ამის მიუხედავად კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე მხოლოდ $2.85 შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ $2.89-ს ჩამორჩება.

რაც შეეხება დეტალურ ფინანსურ მონაცემებს, ტექ-გიგანტის შემოსავლების ზრდას ხელი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების იმ სეგმენტმა შეუწყო, სადაც მაჩვენებელი 82%-ით გაიზარდა და $24.8 მილიარდს მიაღწია. ამასთან, საძიებო სისტემიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების პროგნოზებს სრულად დაემთხვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კომპანიამ 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი $195-$205 მილიარდამდე გაზარდა, რითაც საფონდო ბირჟაზე AI ბუშტთან დაკავშირებით არსებული შიშები სრულად გააქარწყლა. ამასთან, მეორე კვარტალში კაპიტალური დანახარჯები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ით გაიზარდა და $44.9 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, თანხების უდიდესი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს მოხმარდა.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების ფონზე ცნობილი გახდა ისიც, რომ Gemini-ს აპლიკაციას უკვე ყოველთვიურად 950 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო პროგრამირების ინსტრუმენტ Antigravity-ს ყოველკვირეულად 2.4 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები