მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის პროგრამული შეცდომის გამო, გარეშე პირებმა 52.5 მლნ მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მიიღეს

5c0fc92cf1bbc
ანნა ლაპიაშვილი
11.12.18 21:00
1311
Google-ის პროგრამული განახლებისას დაშვებული შეცდომის გამო, გარეშე პირებმა 52.5 მილიონი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მიიღეს.

„ცოტა ხნის წინ გავარკვიეთ, რომ ზოგიერთი მომხმარებლის, მათ შორის Google+-ის მომხმარებლების ინფორმაციის გამჟღავნებაზე, გავლენა ნოემბერში პროგრამულმა განახლებამ იქონია, რომელიც ხარვეზიანი იყო. შეცდომა Google+-ის დაახლოებით, 52.5 მილიონი მომხმარებლის ანგარიშების უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Google-ში განმარტავენ, რომ შეცდომა უკვე გამოსწორებულია. რაც შეეხება მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით კომპანიაში მოკვლევა დაწყებულია.

კომპანია Google-ში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება, ისარგებლა თუ არა გარეშე პირმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციით.

დაშვებული შეცდომიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ Google+ არც ისე პოპულარული სოციალური ქსელია, კომპანია მის დახურვას 2019 წლის აგვისტოში აპირებს.

მომდევნო 90 დღის განმავლობაში კომპანია ასევე გეგმავს შეზღუდოს სოციალური ქსელის აპლიკაციის ინტერფეისთან წვდომა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები