მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის სტაჟიორის $10 მილიონიანი შეცდომა

5c0d23f59a80c
BM.GE
09.12.18 18:15
2519

Google -ს სტაჟიორმა რეკლამის ადგილას შეცდომით განათავსა ცარიელი ყვითელი მართკუთხედი, ამასთანავე შეცდომით მიუთითა ამ რეკლამის ნახვისთვის ვებგვერდისთვის გადასახდელი თანხა, რის შედეგადაც კომპანიას დიდძალი ზარალი მიაყენა.

Financial Times- წერს, რომ Google-ს სტაჟიორმა შემთხვევით, ონლაინ აუქციონზე ყვითელი მართკუთხედი განათავსა რომლის ყოველ 1000 ნახვაზეც ფასი საბაზრო $2-2.4-ის ნაცვლად, $25 მიუთითა, ანუ  საბაზროზე ათჯერ მეტი.

$10 მლნ- იანი შეცდომა მხოლოდ 45 წუთის შემდეგ შენიშნეს. სარეკლამო კომპანიისთვის კი ეს ძალიან დიდი დროა. ამ დროის განმავლობაში რეკლამა ათობით საიტსა და მობილურ აპლიკაციაში ჩანდა. როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ დროში იზარალა Google-მ $10 მლნ-ით.

Google-ი ონლაინ მარკეტინგის შემოსავალმა 2017 წელს $95 მილიარდი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები