Google ციფრული ნიშნის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტით შექმნილ სურათებს ექნება დართული. კომპანიის ეს გადაწყვეტილება დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილია.
Google-ს ხელოვნური ინტელექტი DeepMind უკვე მუშაობს ხელსაწყოზე, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიით შექმნილ ფოტოსურათებს გამოავლენს. ხელსაწყო ფოტოზე თითოეულ პიქსელს ისე შეცვლის, რომ მისი გამოსახულება ადამიანის თვალისთვის უცვლელი დარჩება, თუმცა კომპიუტერული პროგრამები ხელოვნური ინტელექტის ჩართულობას გამოავლენენ. თუმცა DeepMind-ის ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, ექსტრემალური ფოტომანიპულაციების წინააღმდეგ სრულიად უძლური აღმოჩნდეს.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რეალურ თუ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ სურათებს შორის განსხვავების პოვნა სულ უფრო რთულდება.
მეტიც, AI მოწყობილობები იმდენად პოპულარული ხდება, რომ სურათების შემქმნელ აპლიკაცია Midjourney-ს 14.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მსგავსი აპლიკაციები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ფოტოსურათი მისი მოკლე ტექსტური აღწერის მიხედვით დააგენერიროს.
აღსანიშნავია, რომ Google თავადაც ფლობს ხელსაწყოს - Imagen - რომელიც AI-ს დახმარებით სურათებს ქმნის. მათი ახალი ციფრული ნიშანიც სწორედ ამ აპლიკაციით შექმნილ გამოსახულებებზე იქნება დატანილი.